1. როგორ ვიპოვოთ ზუსტი ფრაზა, ან სიტყვის ფორმა
ოპერატორ „“-ს მეშვეობით. ჩასვით სიტყვა ან ფრაზა ბრჭყალებში და გუგლი მოძებნის იმ ვებ-გვერდებს, სადაც ზუსტად ეს ფრაზაა. მაგარალითად: „მე გწერთ“ 2. როგორ ვიპოვოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული. დაგავიწყდათ სიტყვა ციტატაში? ჩასვით მთელი ციტატა ბრჭალებში, გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად კი ვარსკვლავი * დაწერეთ. ციტატა დავიწყებულ სიტყვასთან ერთად მოიძებნება. მაგალითი:„იყო არაბეთს * მეფე“ 3. როგორი ვიპოვოთ სასურველი სიტყვა. უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა სიტყვა ვერტიკალურად, მათ შორის კი სლეში ჩასვით |. მაგალითი: ანანასი | მწყერი | შამპანური 4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა რომელიმე წინადადებაში გამოიყენეთ ოპერატორი ლამაზისიტყვით „ ამპერსანდი“ - &. თკი სიტყვებს ამპერსანდით შეაერთებთ, გუგლი მოძებნის დოკუმენტებს, სადაცეს სიტყვები ერთ წინადადაებაში გვხდება. მაგალითი: ილიას ძეგლი & აკაკის 5. როგორ ვიპოვოთ დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ სიტყვას შეიცავს. სასურველ სიტყვას წინ პლუსი დაურთეთ და არ გაყოთ იგი space-ით. ძებნაში დაურთეთ რამდენიმე აუცილებელი სიტყვა. მაგალითად: ალი და ნინო + ბულვარი 6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა ძებნიდან სიტყვას წინ მინუსი დართეთ. შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვაც გამორიცხოთ მაგალითი: მუმი ტროლი მულტფილმი -როკი - ლაგუტენკო 7. როგორ ვეძებოთ გარკვეულ საიტზე ამისთვის გამოიყენეთ ოპერატორი site. ამ სიტყვის მერე აუცილებლად დაურთეთ ორწერილი. მაგალითი: საქართველოს კონსტიტუცია site: consultant(წერტილი)ge 8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები გამოიყენეთ ოპერატორი mime. შეიყვანეთ ძებნაში mime, ორწერტილი და შემდეგ იმ ტიპის დოკუმენტი რომელსაც ეძებთ. მაგალითად, pdf ან doc. მაგალითად: განცხადება mime: pdf 9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია გარკვეულ ენაზე ოპერატორ lang-ის მეშვეობით. lang- ის მერე დასვით ორწერტილი და დაწერეთ რა ენაზე ეძებთ დოკუმენტებს. მაგალითად ვეფხისტყაოსანი lang:ru |
Sunday, September 20, 2015
Google-ში ინფორმაციის ძებნის 9 ხერხი.
Thursday, September 10, 2015
"ცხელი კლავიშები"
კომპიუტერთან და ვინდოუსში მუშაობა შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს და დაჩქარდეს, თუ თაგვის (მაუსის) მაგივრად გამოიყენებთ ეგრეთ წოდებულ "ცხელ კლავიშებს" - ანუ კლავიატურის კლავიშების სპეციალურ კომბინაციებს, რომლის საშუალებითაც კომპიუტერთან მუშაობა გაცილებით იოლი და სწრაფი ხდება.
საერთო დანიშნულების "ცხელი კლავიშები" | |
კლავიშების კომბინაცია | აღწერა |
Ctrl + Esc | გახსნის მენიუს "სტარტი" (Start). |
Ctrl + Shift + Esc | გახსნის მენიუს "ამოცანების დისპეჩერი" |
Win + E | გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ჩემი კომპიუტერი" |
Ctrl + Shift + N | ახალი საქაღალდის შექმნა (New Folder) |
Win + R | გახსნის დიალოგურ ფანჯარას "Run" |
Win + D | სამუშაო მაგიდაზე (Desktop) გადამრთველი. (ჩახურავს ყველა ფანჯარას, ან დაუბრუნებს საწყის მდგომარეობას). |
Win + M | ჩაკეცავს ყველა ფანჯარას. |
Win + Shift + M | აღადგენს ყველა ჩაკეცილ ფანჯარას. |
Win + L |
გახსნის მენიუს "მომხმარებლის არჩევა"
|
Win + F1 | Windows-ის დახმარების გამოძახება |
Win + Pause | გამოიძახებს ფანჯარას "System Properties" |
Win + F | გახსნის ფანჯარას "ფაილების ძებნა" |
Win + U | გახსნის მენიუს "სპეციალური შესაძლებლობების ცენტრი" |
Win + Сtrl + F | გახსნის განჯარას "კომპიუტერების ძებნა" |
Printscreen | გადაიღებს კომპიუტერის ეკრანის "სქრინშოტს" |
Alt + Printscreen | გადაიღებს მიმდინარე აქტიური ფანჯრის 'სქრინშოტს" |
Win + Tab
Win + Shift + Tab
| განახორციელებს "ამოცანათა პანელის" ღილაკებს შორის გადართვას. |
Tab ან F6 | პანელებს შორის გადაადგილება (მაგალითად სამუშაო მაგიდას და პანელ "სწრაფ სტარტს შორის). |
Ctrl + A | მონიშნავს ყველაფერს (ობიექტები, ტექსტი). |
Ctrl + C ან Ctrl + Insert | დააკოპირებს ნებისმიერ მონიშნულ ობიექტს. |
Ctrl + V ან Shift + Insert | ჩასვამს სასურველ ადგილზე ნებისმიერ დაკოპირებულ ობიექტს. |
Ctrl + X ან Shift + Delete | გადადებს და უკან დააბრუნებს ბოლოს შესრულებულ მოქმედებას. |
Ctrl + N | გახსნის მიმდინარე ბრაუზერის "დუბლიკატს" (ახალ ფანჯარას). |
Ctrl + S | შეინახავს მიმდინარე დოკუმენტს, პროექტს და ა.შ |
Ctrl + O |
გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ფაილების არჩევა"
(იგივე "ფაილების გზამკვლევი" (Explorer) - დოკუმენტის, ან სხვა სახის ფაილების გასახსნელად)
|
Ctrl + P | გახსნის დიალოგურ ფანჯარას "ბეჭდვა" |
Ctrl + Z |
მოახდენს ბოლოს შესრულებული მოქმედების უარყოფას.
(გადაფიქრებას, ანულირებას, უკან დაბრუნებას).
|
Shift |
დაბლოკავს CD-ROM (დისკის) - ის ავტომატურ გაშვებას.
Windows-ის ჩატვირთვისას, აჩერებს Startup-ის პროგრამების
ავტომატურ ჩატვირთვას.
|
Alt + Enter |
შერჩეული ობიექტის თვისებების გამოძახება;
სრულეკრანიან რეჟიმში გადასვლა და პირიქით (მაგალითად მედიაფლეერში, gom player - ში და ა.შ)
|
Alt + Shift | ენების შეცვლა (Eng - Rus - Ka). |
Alt + Shift + Pint Screen | მაღალი კონტრასტულობის ჩართვა/გამორთვა. |
Alt + Shift + Num Lock | თაგვის (მაუსის) მართვის დიალოგური ფანჯრის ჩართვა. |
Num Lock (5 წამის განმავლობაში) | გადართვების გახმოვანების (ToggleKeys) ჩართვა/გამორთვა |
ტექსტთან მუშაობა | |
Ctrl + A | ყველაფრის მონიშვნა. |
Ctrl + C ან Ctrl + Insert | კოპირება. |
Ctrl + X ან Shift + Delete | ამოჭრა. |
Ctrl + V ან Shift + Insert | ჩასმა. |
Ctrl + B | ტექსტის გამუქება. |
Ctrl + I | ტექსტის დახრა. |
Ctrl + E | ტექსტის ცენტრში გასწორება. |
Ctrl + Z | შესრულებული მოქმედების გაუქმება. |
Ctrl + Y | შესრულებული მოქმედების ან შეტანილი ცვლილების გამეორება. |
Ctrl + U | ტექსტის ქვემოთ ხაზის გასმა (სიტყვებს შორის დაცილების ("პრაბელების") ჩათვლით). |
Ctrl+Shift+U | მხოლოდ ტექსტის შემადგენელ სიტყვებზე ხაზის გასმა. |
Ctrl + ←
Ctrl + →
|
ტექსტის სიტყვებს შორის გადაადგილება.
მუშაობს არა მხოლოდ ტექსტის რედაქტორებში, ძალიან მოსახერხებელია ბრაუზერის მისამართის ველში გადასაადგილებლად.
|
Shift + ←
Shift + →
Shift + ↑
Shift + ↓
| ტექსტის გამოყოფა. |
Ctrl + Shift + ←
Ctrl + Shift + →
| ტექსტში სიტყვების (მიმდევრობით - სიტყვა-სიტყვით) გამოყოფა. |
Home
End
| ტექსტის სტრიქონში თავში და ბოლოში გადაადგილება. |
Ctrl + Home
Ctrl + End
| დოკუმენტის თავში და ბოლოში გადაადგილება. |
Ctrl + W ან Alt + F4 | დოკუმენტთან მუშაობის დასრულება. |
ფაილებთან მუშაობა | |
Shift + F10
Menu
|
მიმდინარე ობიექტის კონტექსტური მენიუს გამოძახება.
მაუსის (თაგვის) მარჯვენა ღილაკის დაჭერის ანალოგია)
|
Alt + Enter | ობიექტის თვისებების გამოძახება. |
Ctrl -ით გადაადგილება | ობიექტის (Folder, Word და ა.შ) კოპირება. |
Shift - ით გადაადგილება | ობიექტის (Folder, Word და ა.შ) გადაადგილება. |
Ctrl + Shift - ით გადაადგილება | ობიექტის (Folder, Word და ა.შ) იარლიყის შექმნა. |
კლიკები Ctrl -ით | რამოდენიმე ობიექტის გამოყოფა ნებისმიერი თანმიმდვერობით. |
კლიკები Shift - ით | რამოდენიმე მოსაზღვრე (მომიჯნავე) ობიექტის გამოყოფა |
Enter | იგივეა რაც ობიქტზე ორმაგი კლიკი (დაწკაპუნება). |
Delete | ობიექტის წაშლა. |
Shift + Delete | ობიექტის საბოლოოდ წაშლა (ურნაში გადანაცვლების გარეშე). |
ფაილების გზამკვლევთან (Explorer) მუშაობა | |
F3 ან Ctrl + F | გახსნის ან დამალავს გამკვლევში ძებნის არეს. |
←
→
+ (ციფრულ კლავიატურაზე)
− (ციფრულ კლავიატურაზე)
| გზამკვლევში ნავიგაცია (გზამკვლევში არსებული კატალოგების ჩაკეცვა და გაშლა) |
F6 | გზამკვლევის მენიუსებს შორის გადართვა. |
* (ციფრულ კლავიატურაზე) | გამოყოფილ საქაღალდეში არსებული საქაღალდეების ჩვენება. |
F5 | გზამკვლევის ან ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯრის განახლება. |
Backspace | გზამკვლევში, ან ინტერნეტ ექსპლორერში ერთი დონით ზემოთ ასვლა |
F4 | გზამკვლევში ან ინტერნეტ ექსპლორერში მისამართების ველის გახსნა/ ჩახურვა |
ფანჯრებთან მუშაობა | |
Alt + Tab
Alt + Shift + Tab
| აქტიურ ფანჯრებს და ელემენტებს შორის გადასვლა და გადასვლის მენიუს გამოძახება. |
Alt + Esc
Alt + Shift + Esc
| ფანჯრებს შორის გადასვლა (იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც მოხდა მათი ჩართვა). |
Alt + F6 | ერთი პროგრამის რამოდენიმე ფანჯარას შორის გადართვა (მაგალითად WinWord -ის ღია ფანჯრებს შორის) |
Ctrl + F4 | აქტიური დოკუმენტების დახურვა პროგრამებში. |
Alt + F4 |
სამუშაო მაგიდაზე (Desktop) - ვინდოუსის გამორთვის ბრძანების გამოძახება;
აქტიური პროგრამების და პუნქტების დახურვა.
|
Alt
F10
| ფანჯრის მენიუს გამოძახება. |
Alt + − (მინუსი) | "შვილობილი" ფანჯრის სისტემური მენიუს გამოძახება (მაგალითად დოკუმენტის ფანჯრის). |
Esc | ფანჯრის მენიუდან გამოსვლა, ან გახსნილი დიალოგური ფანჯრის დახურვა. |
Alt + ასო | მენიუს ბრძანების, ან მენიუს შესაბამისი პუნქტის გამოძახება. |
Alt + Space (გრძელი კლავიში) | ფანჯრის სისტემური მენიუს გამოძახება. |
F1 | ეკრანის მენიუს გამოძახება. |
Ctrl + Up (Pg Up)
Ctrl + Down (Pg Dn)
| ტექსტის ვერტიკალური ჩამოწევა-აწევა, ან აბზაც-აბზაც ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა. |
დიალოგურ ფანჯრებთან მუშაობა | |
Ctrl + Tab | ჩანართებში (ბრაუზერში გახსნილ ბმულებში)(Tab) წინ გადაადგილება. |
Ctrl + Shift + Tab | ჩანართებში (ბრაუზერში გახსნილ ბმულებში)(Tab) უკან გადაადგილება. |
Tab | ოფციებში წინ გადაადგილება. |
Alt + მენიუში ხაზგასმული ასო | შესაბამისი ბრაძანების შესრულება ან მენიუს შესაბამისი პუნქტის (ოფციის) ამორჩევა. |
Enter | მიმდინარე ოფციის ან ღილაკის ბრძანების შესრულება. |
ისრებიანი კლავიშები | ღილაკების არჩევა, თუ მიმდინარე ოფცია შედის გადამრთველების ჯგუფში. |
Shift + Tab | ოფციებში უკან გადაადგილება. |
ბრაუზერებთან მუშაობა | |
Ctrl + N | გახსნის მიმდინარე ბრაუზერის "დუბლიკატს" (ახალ ფანჯარას). |
Ctrl + R | განაახლებს მიმდინარე ვებ-გვერდს. |
Ctrl + B | გახსნის დიალოგურ ფანჯარას - "რჩეულების სორტირება" (ინტერნეტ ექპლოლერში). |
Ctrl + T | გახსნის ახალ ჩანართს ბრაუზერში. |
Ctrl + Shift + T | გახსნის (აღადგენს) შემთხვევით ჩახურულ ჩანართს ბრაუზერში. |
Ctrl + Shift + Delete | გახსნის ფანჯარას "ბრაუზერის ისტორიის გაწმენდა" (ბრაუზერის პარამეტრებში). |
Ctrl + E | გახსნის "საიტების ისტორიას" ბრაუზერის აქტიურ ფანჯარაში (ინტერნეტ ექპლორერში). |
Ctrl + F |
გახსნის ძებნის არეს
(ძალიან მოსახერხებელია რომელიმე ვებ-გვერდზე ძებნის არეში ჩაწერილი მსგავსი სიტყვების მოსაძებნად)
|
Ctrl + I | გახსნის ფანჯარას "რჩეულები" (ინტერნეტ ექსპლოლერში). |
Ctrl + L | მონიშნავს აქტიურ ფანჯარაში გახსნილ ბმულს (ლინკს). |
Ctrl + O | გახსნის "ფაილების გზამკვლევი" (Explorer). |
Ctrl + P | გახსნის დიალოგურ ფანჯარას - "ბეჭდვა". |
Ctrl + W | ჩახურავს მიმდინარე (აქტიურ) "ფანჯარას". |
Fn + F11 | გადავა "სრულეკრანიან რეჟიმში" და პირიქით. |
Monday, August 31, 2015
მასწავლებლის ათი მცნება
1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)