პროექტის სათაური
|
წიგნი თუ კომპიუტერი?
|
პროექტის მთავარი იდეა
|
გამოკითხვის ჩატარება თემაზე
„წიგნი თუ კომპიუტერი?“ ადამიანის
ცხოვრებაში წიგნის და კომპიუტერის როლისა და ადგილის გარკვევა.
|
პროექტის აქტუალობა
|
გამოუმუშავდებათ სოციალური
უნარ–ჩვევები (კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის დროს), რესურსების
ორგანიზება, შინაგანი მოტივაცია, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
|
პროექტის მიზნები
|
ანალიტიკური, შემოქმედებითი და
კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება. მოპოვებული ინფორმაციის აუდიტორიის წინაშე წარდგენის
უნარის განვითარება.
|
მონაწილეთა ასაკი
|
15–16 წელი (X კლსი, 14 მოსწავლე).
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეს შეუძლია ანკეტის შექმნა,
გამოკითხვის ჩატარება, მოპოვებული ინფორმაციის სათანადო ფორმით (ცხრილის სახით,
პრეზენტაციის სახით და ა.შ.) ორგანიზება და წარმოდგენა, სასწავლო პროექტის
წარდგენა და თანაკლასელთა სასწავლო პროექტების გაანალიზება, შეფასება. ასევე,
მოსწავლეებს უვითარდებათ ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, სოციალური ურთიერთობის
უნარ-ჩვევები.
|
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
ენციკლოპედია, ფორმატის ფურცლები, კომპიუტერი,
ინტერნეტი, პროექტორი
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა
მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა
დავალება „ წიგნი თუ კომპიუტერი?“
ჯგუფები მითითებულ დავალებებთან
დაკაშირებით ინფორმაციას მოიძებენ ინტერნეტში.
აქტივობა 2. მოძიებული ინფორმაციის
ორგანიზება და წარმოდგენა.
აქტივობა 3. კითხვარი „რომელი
უფრო მნიშვნელოვანია, წიგნი თუ კომპიუტერი?“ მომზადება ინტერვიუსათვის.
აქტივობა 4. გამოკითხვა კითხვარის
საშუალებით (გამოკითხავენ სხვადასხვა ასაკის და ინტელექტის მქონე ადამიანებს).
აქტივობა 5. კითხვარის მიხედვით
სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა.
აქტივობა 6. ცნობილი
ადამიანების მოსაზრებების გაცნობა პროექტის თემასთან დაკავშირებით.
აქტივობა 7. თითოეული ჯგუფი,
გამოკითხვით მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების და ცნობილი ადამიანების
მოსაზრებების მიხედვით, ამზადებს პრეზენტაციას თემაზე: „ცვლის თუ არა წიგნს
კომპიუტერი?"
აქტივობა 8. მომზადებული
პრეზენტაციების პრეზენტირება, შეჯამება და პრეზენტაციების განთავსება ბლოგზე.
აქტივობა 9. დებატები თემაზე
„ტექნიკური პროგრესის როლი ადამიანის ცნობიერებაზე“.
დებატების შეჯამება და რეზიუმეს
წარმოდგენა წერილობითი სახით, რომელიც ბლოგზე განთავსდება.
აქტივობა 10. პროექტის შეჯამება.
ვაჯამებთ პროექტს, ვამზდებთ წერილობით ანგარიშს, რომელშიც აღვწერთ პროექტზე მუშაობის
პროცესს და მიღწეულ შედეგებს. წერილობითი ანგარიში გამოქვეყნდება ბლოგზე.
|
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა,
მათემატიკა, ისტ, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია
|
პროექტები
Subscribe to:
Posts (Atom)
0 comments:
Post a Comment